ჩემი ქალაქი
ჩემი ქალაქია თბილისი. მას დედაქალაქობა მე-5 საუკუნის ბოლოს ებოძა, ცხოვრების კვალი კი მანმადე რამდენიმე ათას წელს ითვლიდა. პირველი მოსახლეობა თბილისში გაჩენილა იქ, სადაც დღეს გოგირდის აბანოებია, ქალაქის სახელწოდებაც თბილი წყლისგან წარმოდგება. სატახტო ქალაქად თბილისი ვახტანგ გორგასალმა აქცია. მრავალი წლის მანძილზე თბილისის სიმაგრეები ბევრჯერ დაინგრა, ამიტომ არც ერთი ძველი ნაგებობა პირვანდელი სახით არ შემორჩენილა. ირკვევა, რომ თბილისი შედგებოდა სამი ძირითადი ნაწილისგან, მთავარი ნაწილი თვით ქალაქი იყო, მეორე _ ქალაქის ციხესიმაგრე, რომელსაც კალას უწოდებდნენ, მესამე _ავლაბარი. ქალაქი მდინარე მტკვრის ორივე მხარეს იყო განლაგებული და მეტეხის ეკლესიასთან ხიდით უკავშირდებოდა.



თბილისის უძველეს ციხეს, რომლის ნანგრევებიც სოლოლაკის ქედზეა შემორჩენილი ,,შურის ციხეს უწოდებდნენ, შემდეგ კი ,,ნარიყალა” ეწოდა. მას შემდეგ, რაც თბილისი საქართველოს დედაქალაქად იქცა, მისი ტერიტორია საკმაოდ გაიზარდა. ასევე გაიზარდა ქალაქის თავდაპირველი ნაწილი _კალაც. მეორე ნაწილი კი რომელ საც სეიდაბადი ეწოდებოდა, კალას სამხრეთ-აღმოსავლეთით ეკვროდა და დღევანდელი ბალნეოლოგიური კურორტისა და აბანოების მიდამოები ეკავა.მტკვრის მარცხენა მხარეს მეტეხის ტაძართან, სხვადასხვა დროის სასახლეები იდგა, ამ სასახლეებს ჩვენამდე არ მოუხწევია.

ვინ იცის საუკუნეთა განმავლობაში რამდენი სასახლე და ღირსშესანიშნავი ნაგებობა იდგა ჩვენს ქალაქში და ვინ ანგრია ისინი.

IV კლასის მოსწავლე გიორგი კუპატაძე





















1 comment:

  1. მერე,მერე ვინ არიან ამ ქალაქის მოქალაქეები და რიცხობრივად რამდენნი არიან??????

    ReplyDelete