ჩემი ქალაქი











ჩემი ქალაქი



თბილისი ჩემი ქალაქია!


როგორც ყველა თბილისელს, მეც მიყვარს იგი. ბევრი მსმენია და ეხლა უკვე ჩემითაც ვკითხულობ მისი ძველი ისტორიის შესახებ. მრავალ ომგადავლილი, ჭირნახული მაგრამ მაინც ამაყი, სტუმართმოყვარე და ლაღია ჩემი თბილისი.


სულ ვფიქრობდი როცა პატარა ვიყავი, რას ნიშნავდა ქართლის დედის ხელში ჯამი და ხმალი. უფროსები მიხსნიდნენ, მაგრამ ეხლა უკვე ჩემით სხვაგვარად გავიგე, მასში ქართული ხასიათი დევს; სტუმარი მობრძანდეს, მტერს კი მტრულად დავხვდებით.


ძველ თბილისს ლამაზად ერწყმის ახალი თბილისი თავისი უამრავი მშენებლობებით. იგი დროდადრო იზრდება და იფურჩქნება. რომელიღაც ქართველ, თბილისელ პოეტს უთქვავს:

,,საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო

და თბილისი შიგ ჩასმული ბადაღში”-ო


მე ხშირად ვსტუმრობ ჩემს დედულეთში, გურიაში. საქართველოს სხვა კუთხეებშიც ვყოფილვარ, მაგრამ როცა თბილისში ვბრუნდები, სხვაგვარად მომიხარია. აქ მყავს მეგობრები, ახლობლები და ჩემი ყველაზე საყვარელი ადამიანები.


ბოლოს და ბოლოს, ჩემი 75-ე საჯარო სკოლა თბილისის გულში, ხარფუხში დგას, იქ სადაც მეფე ერეკლე თავის არაგველებთან ერთად მედგრად იცავდა ქალაქს, იქ, სადაც კრწანისის ყაყაჩოები ხარობენ.


იდიდე ჩემო ქალაქო!


III კლასის მოსწავლე ლუკა საძაგლიშვილი



1 comment: