ჩემი ქალაქი











ჩემი ქალაქი



თბილისი ჩემი ქალაქია!


როგორც ყველა თბილისელს, მეც მიყვარს იგი. ბევრი მსმენია და ეხლა უკვე ჩემითაც ვკითხულობ მისი ძველი ისტორიის შესახებ. მრავალ ომგადავლილი, ჭირნახული მაგრამ მაინც ამაყი, სტუმართმოყვარე და ლაღია ჩემი თბილისი.


სულ ვფიქრობდი როცა პატარა ვიყავი, რას ნიშნავდა ქართლის დედის ხელში ჯამი და ხმალი. უფროსები მიხსნიდნენ, მაგრამ ეხლა უკვე ჩემით სხვაგვარად გავიგე, მასში ქართული ხასიათი დევს; სტუმარი მობრძანდეს, მტერს კი მტრულად დავხვდებით.


ძველ თბილისს ლამაზად ერწყმის ახალი თბილისი თავისი უამრავი მშენებლობებით. იგი დროდადრო იზრდება და იფურჩქნება. რომელიღაც ქართველ, თბილისელ პოეტს უთქვავს:

,,საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო

და თბილისი შიგ ჩასმული ბადაღში”-ო


მე ხშირად ვსტუმრობ ჩემს დედულეთში, გურიაში. საქართველოს სხვა კუთხეებშიც ვყოფილვარ, მაგრამ როცა თბილისში ვბრუნდები, სხვაგვარად მომიხარია. აქ მყავს მეგობრები, ახლობლები და ჩემი ყველაზე საყვარელი ადამიანები.


ბოლოს და ბოლოს, ჩემი 75-ე საჯარო სკოლა თბილისის გულში, ხარფუხში დგას, იქ სადაც მეფე ერეკლე თავის არაგველებთან ერთად მედგრად იცავდა ქალაქს, იქ, სადაც კრწანისის ყაყაჩოები ხარობენ.


იდიდე ჩემო ქალაქო!


III კლასის მოსწავლე ლუკა საძაგლიშვილი




















ჩემი ქალაქი
ჩემი ქალაქია თბილისი. მას დედაქალაქობა მე-5 საუკუნის ბოლოს ებოძა, ცხოვრების კვალი კი მანმადე რამდენიმე ათას წელს ითვლიდა. პირველი მოსახლეობა თბილისში გაჩენილა იქ, სადაც დღეს გოგირდის აბანოებია, ქალაქის სახელწოდებაც თბილი წყლისგან წარმოდგება. სატახტო ქალაქად თბილისი ვახტანგ გორგასალმა აქცია. მრავალი წლის მანძილზე თბილისის სიმაგრეები ბევრჯერ დაინგრა, ამიტომ არც ერთი ძველი ნაგებობა პირვანდელი სახით არ შემორჩენილა. ირკვევა, რომ თბილისი შედგებოდა სამი ძირითადი ნაწილისგან, მთავარი ნაწილი თვით ქალაქი იყო, მეორე _ ქალაქის ციხესიმაგრე, რომელსაც კალას უწოდებდნენ, მესამე _ავლაბარი. ქალაქი მდინარე მტკვრის ორივე მხარეს იყო განლაგებული და მეტეხის ეკლესიასთან ხიდით უკავშირდებოდა.



თბილისის უძველეს ციხეს, რომლის ნანგრევებიც სოლოლაკის ქედზეა შემორჩენილი ,,შურის ციხეს უწოდებდნენ, შემდეგ კი ,,ნარიყალა” ეწოდა. მას შემდეგ, რაც თბილისი საქართველოს დედაქალაქად იქცა, მისი ტერიტორია საკმაოდ გაიზარდა. ასევე გაიზარდა ქალაქის თავდაპირველი ნაწილი _კალაც. მეორე ნაწილი კი რომელ საც სეიდაბადი ეწოდებოდა, კალას სამხრეთ-აღმოსავლეთით ეკვროდა და დღევანდელი ბალნეოლოგიური კურორტისა და აბანოების მიდამოები ეკავა.მტკვრის მარცხენა მხარეს მეტეხის ტაძართან, სხვადასხვა დროის სასახლეები იდგა, ამ სასახლეებს ჩვენამდე არ მოუხწევია.

ვინ იცის საუკუნეთა განმავლობაში რამდენი სასახლე და ღირსშესანიშნავი ნაგებობა იდგა ჩვენს ქალაქში და ვინ ანგრია ისინი.

IV კლასის მოსწავლე გიორგი კუპატაძე





















ჩემი ქალაქი
















                                                                               
                                                                               
                                                                         ჩემი ქალაქი
        
         ჩვენი სამშობლოს დედაქალაქი , თბილისი, მდინარე მტკვრის ნაპირზეა გაშენებული. სამ მხარეს მას მთები აკრავს აღმოსავლეთით _ მახათა, დასავლეთით _მთაწმინდა, სამხრეთით _ სოლოლაკის მთა, საიდანაც თბილი წყაროები გამოდის. წყაროს წყალი სამკურნალო თვისებებს ატარებს. მან სახელი გაუთქვა თბილისის აბანოებს. მტკვარი ჩრდილოეთიდან მოედინება, მას პატარა მდინარეებიც უერთდებიან. არსეობს ლეგენდა თბილისის დაარსების შესახებ: ერთ დროს თბილისი მიდამოები ტყით ყოფილა დაფარული. ქართლის მეფე ვახტანგ გორგასლი თავისი ამალით სანადიროდ წასულა. მიმინო ხოხობს გაჰკიდებია, ორივე ხევში ჩამალულა და ცხელ ნაკადულში მოხარშულან. ვახტანგ მეფეს ამ ადგილის მდებარეობა დაუთვალიერებია. იგი მიმხვდარა, თუ რა სარგებლობის მოტანა შეეძო ცხელ წყალს. მისი ბრძანებით გაუკაფავთ ტყე და აუშენებიათ ქალაქი. მეფეს ახალი ქალაქისათვის ,,ტფილისი” უწოდებია. საუკუნეების მანძილზე იზრდება და მშვენიერდება ჩვენი დედაქალაქი. მას განსაკუთრებულ სილამაზეს ანჭებს ძველი უბნები თავისი ბანიანი სახლებით და ვიწრო ქუჩებით.
                                     
                                                    IV კლასის მოსწავლე ნინო ისაკაძე

კრწანისი





კ რ წ ა ნ ი ს ი


მდებარეობს მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. ეს ერთ-ერთი უძველესია. ის იყო ქალაქის ,,ანგარანში” შემავალი სოფელი ანდა დაბა. 1429 წ. მეფე ალექსანდრე I-მა ხელმეორედ შესწირა კრწანისი სვეტიცხოველს. თავდაპირველადკრწანისი დიმიტრი თავდადებულს მეტეხის ღვთისშობლის ეკლესიისათვის შეუწირავს. ეს ის ადგილია, სადაც თემურლენგის ურდოები რვა გზის შემოესია, ერეკლეც აქ იბრძოდა. ამ მიწაზე დაიხოცნენ სამასი არაგველები.

XVI – XVII ს. კრწანისის ტერიტორიები მცირდება, მოსახლეობა კლებულობს, ამის მიზეზი იყო არაერთგზის შემოსევები. XVIIს. ირანის მპყრობელმა შაჰ-სეიფმა თაბორის ქედის აღმოსავლეთით სეიდების ტომი ჩამოასახლა.

კრწანისი საკათალიკოსო მამული იყო. კრწანისში ბაღები ჰქონდათ ქალაქელებს და მეფის ოჯახის წევრებსაც _ ბატონიშვილებს. ორთაჭალა _ კრწანისის ბაღები ერეკლე II-ს თავისი ძისთვის იულონისთვის უბოძებია. გიორგი XII სიკვდილისა და მისი შვილის რუსეთში წასვლით შემდგომ ორთაჭალის ბაღები არქიეპისკოპოს ფიცხელაურს გადაეცა. მერე შეისყიდა სომეხმა ტერ შიმოვანოვმა.

ორთაჭალა _ კრწანისში გადასვლა მტკვრის მეორე ნაპირზე ნავით ხდებოდა.
კრწანისი, ორთაჭალასთან ერთად ერთ-ერთი დაწინაურებული სასოფლო-სამეურნეო რაიონი იყო. კრწანისი, ორთაჭალა როგორც ახალი პუნქტი გაჩნდა XIX ს. ვახუშტი ბაგრატიონის გეგმაზე. ორთაჭალა აღნიშნული აქვს კრწანისის ბაღის სახელწოდებით. ორთაჭალა სოფ. კრწანისს ეკუთვნოდა, ხოლო კრწანისის ბაღები თავადაზნაურობას, მეფის ოჯახს ჰქონდა გაყოფილი. ორთაჭალის ბაღებზე მრავალი დაწერილა:
,,ორთაჭალის ბაღში მნახე, ვინა ვარ! დარდიმანდის
ლხინში მნახე ვინა ვარ!”
მდაბიო ხალხისათვის ორთაჭალის ბაღი დროის სატარებელი ადგილი იყო. კუნძული მარჯვენა ნაპირთან ხიდით იყო დაკავშირებული და უწოდებდნენ ,,ვირის ხიდს”

კრწანისის ომი და ორთაჭალის რომანტიკა დღეს ისტორიაა.

IV კლასის მოსწავლე ნინო ისაკაძე